ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

2045132
ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად ბოლო მონაცემებით 9 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა.

პოლიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტი, რომელიც ტამაულიპასის შტატში წირვის დროს მოხდა, ეკლესიაში დაახლოებით 100 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, 50 კი დაშავდა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება ნანგრევებში ჩარჩენილი დაახლოებით 30 ადამიანისთვის.

ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის მიზეზად კი „სტრუქტურული პრობლემი“ დასახელდა.



მსგავსი ინფორმაციები