UNICEF-ის დახმარება ნიგერიას

UNICEF-ის დახმარება ნიგერიას

2043772
UNICEF-ის დახმარება ნიგერიას

გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), ნიგერიაში, სადაც დიფტერიის ეპიდემია იზრდება, დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად 9,3 მილიონი დოზა ვაქცინა გაგზავნა.

UNICEF-ის ნიგერიის კომუნიკაციების ოფიცერმა ნჩეკვუბე ნვოსუ-იგბომ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ 9,3 მილიონი დოზა დიფტერიის ვაქცინა გააგზავნა იმ შტატებში, სადაც დაავადება უფრო მეტად არის გავრცელებული.

მისივე თქმით, ვაქცინის 4 მილიონი დოზა გაიგზავნა კანოს შტატში, სადაც არის ეპიდემიის ეპიცენტრი.

იგბომ აღნიშნა, რომ ვაქცინები ხელს შეუწყობს ნიგერიის მთავრობის ბრძოლას ეპიდემიის წინააღმდეგ.

ცნობისათვის, 2022 წლის დეკემბრის შემდეგ ნიგერიაში დიფტერიის 7202 შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დრომდე 453 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ დიფტერიის შემთხვევების გაზრდის გამო ნიგერიაში ეპიდემიის მეორე ტალღა დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #ვაქცინა , #დიფტერია , #ნიგერია , #UNICEF

მსგავსი ინფორმაციები