აშშ უკრაინას კიდევ 300 მილიონი დოლარით დაეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ახალი დახმარების კანონპროექტი მიიღო

2044116
აშშ უკრაინას კიდევ 300 მილიონი დოლარით დაეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ახალი დახმარების კანონპროექტი მიიღო.

წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა კანონპროექტს, რომელიც გამოეყო თავდაცვის სამინისტროს (პენტაგონის) ბიუჯეტს და გადაიქცა ახალ კანონპროექტად და რომელიც ითვალისწინებს უკრაინის 300 მილიონი დოლარით ახალ დახმარებას.

კანონპროექტი 117 ხმის წინააღმდეგ 311 ხმით იქნა დამტკიცებული.

პენტაგონის 2024 წლის ბიუჯეტში უკრაინის დახმარების ჩართვამ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის დაძაბულობა გამოიწვია.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #უკრაინა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები