ბრიუსელში აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

2042655
ბრიუსელში აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

გუშინ, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიქმეთ ჰაჯიევი შეხვდნენ ერთმანეთს.

ევროკავშირის მხრიდან საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრას ასევე დაესწრნენ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მრჩევლებიც.

შეხვედრასთან დაკავშირებით ევროკავშირმა განაცხადა, რომ იგი ყურადღებით აკვირდება ყველა მოვლენას და საჭიროების შემთხვევაში ჩაერევა უმაღლეს დონეზე, რათა უზრუნველყოს, რომ დაძაბულობამ არ იმოქმედოს მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე შარლ მიშელსა და ოთხი ქვეყნის ლიდერს შორის 5 ოქტომბერს ესპანეთში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (AST) სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით საკითხებიც იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები