ორბანი: „შვედეთის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება“
ორბანი: „შვედეთის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება“
2042100

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე არ უნდა იჩქარონ.
უნგრეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ორბანმა თქვა: „შვედეთის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება“.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთმა ივნისში გამოაცხადა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანების დამტკიცების სესია შემოდგომამდე გადაიდო.
2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა დაასრულეს ათწლეულების მანძილზე „სამხედრო ნეიტრალიტეტის“ პოლიტიკა.
აღნიშნულმა ქვეყნებმა, ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი გასული წლის მაისში შეიტანა, ფინეთი კი, რომელმაც თურქეთის წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულა, 4 აპრილს ნატოს 31-ე წევრი გახდა.