კოვიდ-19-ის EG.5-ის ვარიანტი თურქეთშიც დაფიქსირდა
კოვიდ-19-ის EG.5-ის ვარიანტი თურქეთშიც დაფიქსირდა
2037896

ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის ქვევარიანტი – EG.5-ის ანუ „ერისის“ პირველი შემთხვევა თურქეთშიც დაფიქსირდა.
მინისტრის თქმით, ერისის ვარიანტი 9 ადამიანში დაფიქსირდა და ეს არ არის მოვლენა, რომელიც შეშფოთებას გამოიწვევს.
მინისტრმა კოჯამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ერისის ვარიანტი დაფიქსირდა საზღვარგარეთ კონტაქტების მქონე ადამიანებში.