ევროკავშირი საბერძნეთს ფინასურ დახმარებას გაუწევს

ევროკავშირი საბერძნეთს ფინასურ დახმარებას გაუწევს

2036534
ევროკავშირი საბერძნეთს ფინასურ დახმარებას გაუწევს

ევროკავშირი სტიქიური უბედურებებით დაზარალებულ საბერძნეთს 2 მილიარდ 250 მილიონ ევრომდე დახმარებას გაუწევს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წელს საბერძნეთში იყო ყველაზე დამანგრეველი კატასტროფები, რაც კი ოდესმე ყოფილა ქვეყანაში და რომ ქვეყნის დიდი ნაწილი დაზარალდა ჯერ ხანძრის შემდგომი წყალდიდობის შედეგად. მისივე თქმით, ევროკავშირი დადგება ბერძენი ხალხის გვერდით.

ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ დისკუსია მიცოტაკისთან იმ თანხების შესახებ, რომელიც მოხმარდება ქვეყანას ზიანის აღმოფხვრის მიზნით და დაჰპირდა, რომ ევროკომისია სწრაფად და მოქნილად იმოქმედებს დახმარების მიწოდებისას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბერძნეთს საერთო ჯამში 2 მილიარდ 250 მილიონი ევროს მხარდაჭერა მიეწოდება.



მსგავსი ინფორმაციები