ბრაზილიაში ტროპიკული ქარიშხალის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ბრაზილიაში ტროპიკული ქარიშხალის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

2034557
ბრაზილიაში ტროპიკული ქარიშხალის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ბრაზილიაში ტროპიკული ქარიშხალის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ბრაზილიის სამხრეთ რეგიონში კვირის ბოლოდან გავრცელებული ტროპიკული ქარიშხალის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.

რეგიონის გუბერნატორმა ედუარდო ლეიტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კონცენტრირებულია მდინარე პარდოს ხეობაში და რომ შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

ლეიტემ აღნიშნა, რომ შაბათ-კვირის შემდეგ ტროპიკული ქარიშხალის შედეგად გამოწვეულ მეწყერსა და წყალდიდობებს 40 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება რიო გრანდე-დუ სულის რეგიონში, რომელშიც 900-ზე მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას.

გუბერნატორმა სტიქიის ზონა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ 9 ადამიანია დაკარგული.

ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ რიო გრანდე-დუ სულის რეგიონის 67 ქალაქი დაზარალდა ძლიერი ქარიშხლებითა და წყალდიდობით, 1650 ადამიანი დარჩა უსახლკაროდ და 3 ათასზე მეტი ადამიანი დროებით უსაფრთხო ადგილას წავიდა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ მიუსამძიმრა ქარიშხლის გამო დაღუპულთა ოჯახებს და თქვა: „ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ ხალხის დასახმარებლად“.

წლის დასაწყისიდან ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს მრავალი ადამიანი შეეწირა, ათასობით ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.



მსგავსი ინფორმაციები