გერმანელი მინისტრი: თურქეთის ძალისხმევა მნიშვნელოვანია

ბერბოკმა განაცხადა, რომ თურქეთის მცდელობები შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღდგენის მიზნით, რომელიც არეგულირებს მარცვლეულის რუსეთიდან და უკრაინიდან შავი ზღვის გავლით გადაზიდვას, მნიშვნელოვანია

2032997
გერმანელი მინისტრი: თურქეთის ძალისხმევა მნიშვნელოვანია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ თურქეთის მცდელობები შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღდგენის მიზნით, რომელიც არეგულირებს მარცვლეულის რუსეთიდან და უკრაინიდან შავი ზღვის გავლით გადაზიდვას, მნიშვნელოვანია.

დედაქალაქ ბერლინში ვიზიტით მყოფ თავის რუმინელ კოლეგასთან ლუმინიტა ოდობესკუსთან შეხვედრის შემდეგ ბერბოკმა განაცხადა, რომ რუმინეთი მასპინძლობს ასობით ათას უკრაინელ ლტოლვილს და რომ ის დაეხმარნენ უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში F16 მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინელი პილოტების მომზადებით. მისი თქმით, რუსეთის სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში იარაღს მარცვლეულის გადამზიდ გემებს უმიზნებენ და მარცვლეულის გადასატან პუნქტებს ბომბავენ.

ბერბოკმა აღნიშნა, რომ დუნაის პორტები მილიონობით ტონა მარცვლეულის უაღრესად მნიშვნელოვან ცენტრებად იქცა და რომ რუსეთს სურს მათი განადგურება დრონებითა და ბომბებით.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოზიცია შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა გაეროს შუამავლობით თურქეთის ძალისხმევით და დასძინა: „მნიშვნელოვანია თურქეთის მცდელობები, რათა დაბრუნდეს შეთანხმება. მხოლოდ პუტინის გამოა, რომ ტვირთგადამზიდი გემები თავისუფლად ვერ გადადიან“.

ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთის სასტიკი ომი გავლენას ახდენს მსოფლიოს ღარიბებზეც და დასძინა, რომ რუსეთი კიდევ უფრო ზრდის გლობალურ შიმშილს.



მსგავსი ინფორმაციები