გაგრძელდება თუ არა მარცვლეულის შეთანხმება?

ერდოღან-პუტინის შეხვედრა დასრულდა

2032937
გაგრძელდება თუ არა მარცვლეულის შეთანხმება?

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „მიგვაჩნია, რომ ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გაგრძელდეს".

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთდღიანი ვიზიტით სოჭში ჩავიდა სადაც რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „დღის წესრიგში მოტანილი ალტერნატიული წინადადებები ვერ გვთავაზობს მდგრად, უსაფრთხო და მუდმივ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია მხარეებს შორის თანამშრომლობაზე, როგორიცაა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა. მიგვაჩნია, რომ ინიციატივა უნდა გაგრძელდეს ხარვეზების აღმოფხვრით. ჩვენ გადაწყვეტილი ვართ გავაგრძელოთ ძალისხმევა ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დასამყარებლად. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, ჩვენ ადრე ვუმასპინძლოთ მხარეებს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს. ჩვენ მზად ვართ, როგორც ყოველთვის, ამ მხრივ ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მარცვლეულის გადაზიდვის საკითხთან დაკავშრებით გაეროსთან ერთად მოვამზადეთ ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან პროგრესს. მე მჯერა, რომ შესაძლებელია ამ ახალი პროცესით შედეგის მიღწევა. უკრაინამ, რა თქმა უნდა, უნდა შეარბილოს თავისი მიდგომა ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისთვის. ჩვენ, როგორც თურქეთი, ჩვენზე დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად მზად ვართ.“

პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა: „მარცვლეულის დერეფნის აღდგენა გვინდა. ამას გავაკეთებთ ერთი პირობით, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცია ზღვაში ჩავიდეს დაუბრკოლებლად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მოგვატყუეს, დაპირებები რამდენიმე დღეში რომ შესრულდეს, ჩვენ საკუთარ ძალებს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ მარცვლეულის დერეფანი შევინარჩუნოთ.“

ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციის დროს, თურქეთ-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრა და დასძინა: „ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ვალდებულება ორმხრივ ვაჭრობაში ეროვნული ვალუტის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ თანახმა ვართ, რომ ნაკლებად გამოვიყენოთ დოლარი და ევრო.“

ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა, თურქეთში ბუნებრივი აირის ცენტრის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა: „გაზპრომმა BOTAŞ-ს წარუდგინა თავისი საგზაო რუკა, შემდეგი არის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა. რუსეთი მუდამ იქნება თურქეთის ყველაზე დიდი და პასუხისმგებელი პარტნიორი ბუნებრივ აირში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუნებრივ გაზს მესამე ქვეყნებშიც გავაგზავნით.“  



მსგავსი ინფორმაციები