შარლ მიშელი: 27 წევრიანი ევროკავშირი 2030 წლამდე უნდა მოემზადოს გაფართოებისთვის.

სლოვენიაში ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მიშელი ევროკავშირის გაფართოების საკითხს შეეხო

2030219
შარლ მიშელი: 27 წევრიანი ევროკავშირი 2030 წლამდე უნდა მოემზადოს გაფართოებისთვის.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ 27 წევრიანი ევროკავშირი 2030 წლამდე უნდა მოემზადოს გაფართოებისთვის.

სლოვენიაში ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მიშელი ევროკავშირის გაფართოების საკითხს შეეხო.

მან განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე, უკრაინასა და მოლდოვაზე მინიშნებით განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების დრო მოვიდა, მაგრამ არ უხსენებია თურქეთი, რომელიც ამჟამად ყველაზე დიდი ხნის კანდიდატი ქვეყანაა.

”დადგა დრო, რომ თავი დავაღწიოთ გაურკვევლობას და თვალი გავუსწოროთ გულწრფელად და ღიად გამოწვევებს.” - თქვა მიშელმა და დაამატა, რომ დასავლეთ ბალკანეთს ევროკავშირის პერსპექტივა 20 წლის წინ შესთავაზეს.

მან ისაუბრა რუსეთთან ომში მყოფ უკრაინაზე და დასძინა, რომ მოლდოვასა და უკრაინას მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში და განაგრძო: "გაფართოება აღარ არის ოცნება. ახლა წინსვლის დროა. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. გაფართოება რთული და მტკივნეული იქნება მომავალი წევრებისთვის და არსებული წევრებისთვის. მაგრამ მოდით ვიყოთ ღია. თუ ჩვენ გვსურს ვიყოთ სანდო, ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ დროზე და საკუთარ საშინაო დავალებებზე. როგორც შემოთავაზება მინდა ვთქვა. ჩვენ უნდა დავსახოთ მკაფიო მიზანი ევროკავშირის სტრატეგიული დღის წესრიგისთვის. ჩვენ უნდა მოვემზადოთ გაფართოებისთვის 2030 წლამდე ორივე მხრიდან."

ევროკავშირის ამჟამინდელ წევრებთან მიმართებაში მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოება ადვილი არ იქნება და დასძინა: „გაფართოება გავლენას მოახდენს ჩვენს პოლიტიკაზე, პროგრამებსა და ბიუჯეტებზე. საჭირო იქნება პოლიტიკური რეფორმები და პოლიტიკური გამბედაობა“.

მან გამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ 14-15 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერთა სამიტამდე მოიწვევს ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტს.

ამჟამად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებია დასავლეთ ბალკანეთიდან ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, ასევე თურქეთი 1999 წლიდან და უკრაინა და მოლდოვა 2022 წლიდან.

ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და კოსოვო პოტენციური კანდიდატი ქვეყნები არიან.


საკვანძო სიტყვები: #ევროსაბჭო , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები