მოსკოვი კვლავ უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე გახდა

მოსკოვი კვლავ უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე გახდა

2028045
მოსკოვი კვლავ უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე გახდა

რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი კვლავ უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე გახდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კიევმა მოსკოვზე კიდევ სამი დრონებით მორიგი თავდასხმა სცადა.

მათივე განცხადებით, 1 უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის ცენტრში მშენებარე შენობას დაეჯახა, რამაც დაზიანებები გამოიწვია, 2 უპილოტო საფრენი აპარატი კი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.

უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მოსკოვის აეროპორტებში ფრენები შეჩერდა.

მეორეს მხრივ, უკრაინამ გამოაცხადა, რომ რუსეთისგან დაიბრუნა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფელი რობოტინე.

დასავლურ პრესაში კი ვრცელდება ინფორმაციები, რომ რუსეთი სექტემბერში თავდასხმებს გაზრდის.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, რითაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი.

პუტინმა თქვა, რომ ის მიზნად ისახავს ქვეყნის დემილიტარიზაციას და დენაცისტიზაციას, რათა თავიდან აიცილოს კიევის ნატოში გაწევრიანება და შეინარჩუნოს იგი რუსეთის გავლენის სფეროში.



მსგავსი ინფორმაციები