ბერბოკი: რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და მას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ქვეყანა და ხალხი

ბაერბოკმა ესტონელ კოლეგასთან, მარგუს ცაჰკნასთან შეხვედრის შემდეგ, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა

2027976
ბერბოკი: რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და მას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ქვეყანა და ხალხი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და რომ უკრაინას უფლება აქვს დაიცვას საკუთარი ქვეყანა და ხალხი გაეროს კონვენციის შესაბამისად.

ბერბოკმა ესტონელ კოლეგასთან, მარგუს ცაჰკნასთან შეხვედრის შემდეგ, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კითხვაზე, შეშფოთებული არის თუ არა იმით, რომ მოსკოვის თავზე დრონების რაოდენობის მომატება გაზრდის თუ არა დაძაბულობას, ბერბოკმა თქვა, რომ რუსეთმა დაარღვია გაეროს წესდების მუხლი ძალის გამოყენების შესახებ და უკრაინაში უწყვეტად ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს, სილოებს, საავადმყოფოებსა და ეკლესიებს.

„რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და, შესაბამისად, უკრაინას უფლება აქვს დაიცვას თავისი ქვეყანა და ხალხი გაეროს წესდების შესაბამისად“. განაცხადა ბერბოკმა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცაჰკნამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი არის პასუხისმგებელი უკრაინაში ომზე და იქ გაკეთებულ ყველაფერზე და დაამატა: „ამიტომ ჩვენ უნდა გავუგოთ და მხარი დავუჭიროთ უკრაინას“.

ცაჰკნამ აღნიშნა, რომ მის ქვეყანას ენერგეტიკული ტრანსფორმაციის ამბიციური მიზნები აქვს და შეხვედრაზე გერმანიასთან თანამშრომლობაზე ისაუბრეს.



მსგავსი ინფორმაციები