ჩინეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ჩინეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
2023938

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ სიანში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მეწყერის შედეგად ასევე 6 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, რომელთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებიც გრძელდება. ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა ქალაქს სერიოზული მატერიალური ზიანიც მიაყენა, გაითიშა ელექტრო გადამცემი ხაზები და დაზიანდა გზებიც.