პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე ჯარების რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტა

პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე ჯარების რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტა

2018954
პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე ჯარების რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტა

პოლონეთი გაზრდის ჯარების რაოდენობას ბელარუსის საზღვარზე და რეგიონში განათავსებს დამატებით ძალებს, მათ შორის საბრძოლო შვეულმფრენებს.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაღალი რანგის სამხედრო პირებმა მეზობელ ბელარუსის საზღვართან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს.

განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბელარუსიის ორმა ვერტმფრენმა დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე საზღვართან ახლოს.

„ბელარუსულმა მხარემ ადრე აცნობა პოლონურ მხარეს წვრთნების შესახებ. საზღვრის გადაკვეთა მოხდა ბიალოვიეზას რეგიონში ძალიან დაბალ სიმაღლეზე, რამაც გაართულა ამოცნობა რადარის სისტემებით“, ნათქვამია პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეორეს მხრივ, საკითხთა დაკავშირებით ინფორმირებულია ნატოც. გარდა ამისა, ბელარუსის საქმეთა დროებით რწმუნებულს გამოიძახებენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მომხდარის ასახსნელად.



მსგავსი ინფორმაციები