აშშ-ში წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიკარგა

აშშ-ში წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიკარგა

2012168
აშშ-ში წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიკარგა

აშშ-ში წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიკარგა

აშშ-ის პენსილვანიის შტატში ძლიერი წვიმის შედეგად მომხდარ წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 4 ადამიანი, მათ შორის 9 თვის ბავშვი, დაიკარგა.

პენსილვანიის შტატში წუხელ დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია.

პოლიციამ მოქალაქეებს მოუწოდა თავი შეიკავონ იმ ტერიტორიაზე შესვლისგან, სადაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მეორე მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში ძლიერი წვიმის გამო ასობით საჰაერო რეისი გადაიდო ან გაუქმდა.

მეტეოროლოგიურმა სამსახურმა (NWS) გააკეთა წყალდიდობის თაობაზე გაფრთხილება კონექტიკუტის, დასავლეთ მასაჩუსეტსის, ვერმონტისა და ნიუ ჰემფშირის შტატებში და ტორნადოების შესახებ მასაჩუსეტსის და ნიუ ჰემფშირის საზღვრებში.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები