თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ

თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ

2007610
თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ

 

თურქეთის, შვედეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და დაზვერვის ხელმძღვანელები დღეს ბრიუსელში კრიტიკულ შეხვედრაზე ხვდებიან. დაინტერესებას იწვევს გადადგამს თუ არა შვედეთი იმ ნაბიჯებს, რასაც თურქეთი ელის, უნგრეთმა კი განაცხადა, რომ ამ პროცესში ანკარასთან ერთად იმოქმედებს.

შვედეთის ნატოში გაწევრიანება ლიეტუვაში, ვილნიუსის სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

სამიტის დაწყებამდე ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და დაზვერვის ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე თურქეთს წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი და პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი აკიფ ჩაღათაი ქილიჩი.

თუმცა, შეხვედრამდე შვედეთმა ჯერ ვერ გადადგა ის ნაბიჯები, რასაც თურქეთი ელოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტოკჰოლმის მიერ ანტიტერორისტულ კანონში შეტანილი ცვლილება 1 ივნისიდან შევიდა ძალაში, შვედეთს ჯერ არ გაუკეთებია ტერორისტული ორგანიზაცია PKK-სა და FETÖ-ს წევრების ექსტრადირება, რომელიც ანკარას სურდა.

ანკარამ ნათლად განაცხადა, რომ თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა, წითელ შუქს აუნთებს შვედეთის წევრობას.

უნგრეთი, რომელიც ეწინააღმდეგება შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას, ამბობს, რომ თურქეთთან ერთობლივად იმოქმედებს ამ პროცესში.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიჟარტომ განაცხადა, რომ თუ თურქეთის დამოკიდებულება შეიცვლება, უნგრეთი არ დააყოვნებს პროცესს. შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის მიმართ. მან ასევე განაცხადა, რომ კონტაქტზეა თურქ კოლეგასთან შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის კომისიის შეფასებით თურქეთის ნატოში ყოფნას „საკვანძო როლი აქვს“.

გაფართოებაზე პასუხისმგებელმა კომისარმა ოლივერ ვარჰელიმ აღნიშნა, რომ თურქეთი ბევრ კრიზისში შუამავლის როლს ასრულებს.

მან თურქეთი მნიშვნელოვან რეგიონულ პარტნიორად დაასახელა.

უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანება მოითხოვეს და ფინეთის პროცესი აპრილში დასრულდა.

შვედეთს კი ჯერ არ მიუღია თურქეთისა და უნგრეთის თანხმობა.


საკვანძო სიტყვები: #ნატო , #ფინეთი , #შვედეთი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები