ხმელთაშუა ზღვაში 51 მიგრანტი დაიღუპა

ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროდან ესპანეთის კანარის კუნძულებზე მიმავალი არალეგალი მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა

2005979
ხმელთაშუა ზღვაში 51 მიგრანტი დაიღუპა

ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროდან ესპანეთის კანარის კუნძულებზე მიმავალი არალეგალი მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და 4 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კამინანდო ფრონტერასი“-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჰელენა მალენომ Twitter-ზე განცხადება გააკეთა და აღნიაშნა: „კანარის კუნძულებისკენ მიმავალი ნავი ჩაძირვის შედეგად 51 არალეგალი მიგრანტი დაიღუპა“.

მალენომ განაცხადა, რომ ნავი მაროკოს სამხრეთით მდებარე ტან-ტანის სანაპიროდან დაიძრა და რომ 51 დაღუპული ადამიანიდან 11 ქალი და 3 ბავშვი იყო.

ესპანეთის ვიცე-პრემიერმა და შრომის მინისტრმა იოლანდა დიაზმა თავის გზავნილში აღნიშნა, რომ ის მწუხარებას გამოთქვამს ემიგრანტების დაღუპვის გამო და რომ ევროკავშირისთვის აუცილებელია მიგრანტების მიმართ პოლიტიკის განხორციელება.

22 ივნისს, კანარის კუნძულებიდან 80 მილის მოშორებით, ნავი, რომლითაც ემიგრანტები გადადიოდნენ, ჩაიძირა და 39 ემიგრანტი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #ხმელთაშუა ზღვა , #მიგრანტები

მსგავსი ინფორმაციები