მუდმივი ერთობლივი მექანიზმის მეოთხე სხდომა ხვალ გაიმართება

მუდმივი ერთობლივი მექანიზმის მეოთხე სხდომა ხვალ გაიმართება

1998727
მუდმივი ერთობლივი მექანიზმის მეოთხე სხდომა ხვალ გაიმართება

მუდმივი ერთობლივი მექანიზმის მეოთხე შეხვედრა, რომელიც სამმხრივი შეთანხმების შესაბამისად შეიქმნა და რომელშიც თურქეთის, ფინეთის, შვედეთისა და ნატოს დელეგაციები შედიან, ხვალ ანკარაში გაიმართება.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება კომუნიკაციების დირექტორატის სოციალურ ქსელში გაკეთდა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე შექმნილი მუდმივი ერთობლივი მექანიზმის მეოთხე შეხვედრა, რომელსაც თურქეთის, ფინეთის, შვედეთის და ნატოს დელეგაციები დაესწრებიან, ოთხშაბათს, ანკარის დროით 09:00 საათზე, პრეზიდენტის კომპლექსში გაიმართება. მას უმასპინძლებს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, ელჩი აქიფ ჩაღათაი ქილიჩი.

შეხვედრას დაესწრებიან ნატოს გენერალური მდივნის კაბინეტის უფროსი სტიან იენსენი, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იან კნუტსონი და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იუკა სალოვარა.



მსგავსი ინფორმაციები