სუდანში ცეცხლის შეწყვეტა კიდევ 5 დღით გაგრძელდა

სუდანში ცეცხლის შეწყვეტა კიდევ 5 დღით გაგრძელდა

1992633
სუდანში ცეცხლის შეწყვეტა კიდევ 5 დღით გაგრძელდა

საუდის არაბეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ, გაახანგრძლივონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ ხუთი დღით, რომელსაც ხელი მოაწერეს სუდანის არმიამ და სწრაფი რეაგირების ძალებმა, რათა შეაჩერონ საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც 15 აპრილიდან მიმდინარეობს.

საკითხთან დაკავშირებით, ხარტუმში აშშ-ს საელჩოს მხრიდან სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „საუდის არაბეთი და შეერთებული შტატები მიესალმებიან სუდანის არმიის და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კიდევ 5 დღით გახანგრძლივებაზე.“

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარებისა და ძირითადი სერვისების უზრუნველყოფისთვის და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საკითხების განსახილველად.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 მაისს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტა, მიუხედავად იმისს, რომ სრულად არ იქნა განხორციელებული, უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას დაახლოებით 1 მილიონი სუდანელისთვის.



მსგავსი ინფორმაციები