იტალიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13 გახდა

იტალიის ემილია-რომანიას რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

1988278
იტალიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13 გახდა

 

იტალიის ემილია-რომანიას რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

იტალიის ემილია-რომანიას რეგიონში, კვირის დასაწყისში დაწყებული წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება.

იტალიური სააგენტო ANSA-ს მიერ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

აღინიშნა, რომ წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ქალაქების რაოდენობა 42-მდე გაიზარდა, 10 ათას ადამიანს საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწია, ხოლო 34 ათას ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ზოგიერთ ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად არმიის ქვედანაყოფებიც გამოვიდა და დახმარების სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგიონში წყალდიდობისა და მეწყერის გამო ტრანსპორტისთვის ჩაკეტილი გზების გახსნის სამუშაოები გრძელდება.

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრმა ჟილბერტო პიჩეტომ განაცხადა, რომ ემინილია-რომანიას, რომელიც მძიმედ დაზარალდა წყალდიდობის შედეგად, „სტიქიის ზონად“ გამოახადებენ.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #იტალია

მსგავსი ინფორმაციები