გაგრძელდება თუ არა მარცვლეულის შეთანხმებ?

გაგრძელდება თუ არა მარცვლეულის შეთანხმებ?

1984508
გაგრძელდება თუ არა მარცვლეულის შეთანხმებ?

დღეს და ხვალ სტამბოლში თურქიეს, რუსეთის, უკრაინისა და გაეროს ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები გაიმართება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, თურქიეს ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს მიერ, საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია:

„აღნიშნულ მოლაპარაკებებში მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივება „მარცვლეულის დერეფნის“ სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მსოფლიო სურსათის მიწოდებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით გადასადგმელი ნაბიჯები, კონფლიქტური პირობების გამო უკრაინის პორტებში არსებული პრობლემების განხილვა, ჩვენი დარჩენილი სავაჭრო გემებისა და მათი ეკიპაჟების წევრების სამშობლოში დაბრუნების დეტალური და უსაფრთხო ევაკუაციის გეგმის შედგენის საკითხები განიხილება“.

თავის მხრივ, უკრაინის რესტრუქტურიზაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ „რუსეთმა უარი თქვა შემომავალი ახალი გემების რეგისტრაციაზე და შეაჩერა შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება“.

აღნიშნულ საკითხზე შეფასებაში, ანკარიდანაც გაკეთდა. ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წყაროებმა განაცხადეს, რომ ინსპექტირება თურქიეს ინიციატივების შედეგად განახლდა და „მარცვლეულის დერეფანი“ ხელახლა გააქტიურდა.



მსგავსი ინფორმაციები