სუდანში შვიდდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა

სუდანში მხარეები შეთანხმდნენ 7 დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც ძალაში 4 მაისიდან შევა

1981891
სუდანში შვიდდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა

სუდანში შვიდდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა.

სუდანში მხარეები შეთანხმდნენ 7 დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც ძალაში 4 მაისიდან შევა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სუდანში კონფლიქტის გამო იძულებით გადაადგილდა დაახლოებით 334 000 ადამიანი.

სუდანის არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის 15 აპრილის დილით შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო სუდანის დედაქალაქ ხართუმსა და სხვა ქალაქებში.

არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის უთანხმოება სამხედრო უსაფრთხოების რეფორმასთან დაკავშირებით მოხდა, რომელიც ითვალისწინებს „სმძ-ის სრულ გაწევრიანებას ჯარში“ და იგი ბოლო რამდენიმე თვეში ცხელ კონფლიქტში გადაიზარდა.

სუდანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯარსა და სმძ-ს შორის შეტაკების შედეგად 528 ადამიანი დაიღუპა და 4599 დაშავდა.

არმიამ და სმძ-მ მანამდე განაცხადეს, რომ საუდის არაბეთისა და აშშ-ს ძალისხმევით გადაწყვიტეს 1 მაისს შუაღამედან ცეცხლის შეწყვეტის 72 საათით გახანგრძლივება.


საკვანძო სიტყვები: #ცეცხლის შეწყვეტა , #სუდანი

მსგავსი ინფორმაციები