ბურკინა-ფასოში ტერორისტული თავდასხმა

დაიღუპა ათეულობით ჯარისკაცი

1980372
ბურკინა-ფასოში ტერორისტული თავდასხმა

ბურკინა-ფასოს აღმოსავლეთ ნაწილში ერთ-ერთ სამხედრო დანაყოფზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 33 ჯარისკაცი დაიღუპა.

არმიის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ გურმას შტატში განლაგებულ სამხედრო შენაერთს დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარი შეტაკების შედეგად 40 ტერორისტი განეიტრალდა, თუმცა 33 ჯარისკაცი დაიღუპა და 12 დაშავდა.

ბურკინა-ფასო, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, 2015 წლიდან მოყოლებული მეზობელ მალიში ალ-ქაიდასთან და დაეშ-თან დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფების მიერ ორგანიზებული თავდასხმების სამიზნე ხშირად ხდება.


საკვანძო სიტყვები: #ტერაქტი , #ბურკინა-ფასო

მსგავსი ინფორმაციები