რუსეთი; ბრიტანეთს, აშშ-სა და კანადას „შიდა საქმეებში ჩარევაში“ ადანაშაულებს

რუსეთი; ბრიტანეთს, აშშ-სა და კანადას „შიდა საქმეებში ჩარევაში“ ადანაშაულებს

1976733
რუსეთი; ბრიტანეთს, აშშ-სა და კანადას „შიდა საქმეებში ჩარევაში“ ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საპროტესტო ნოტა გადაეცა დიდ ბრიტანეთს, აშშ-სა და კანადას იმ მოტივით, რომ ისინი „შიდა საქმეებში ერეოდნენ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და კანადამ გააკეთეს „პროვოკაციული“ განცხადებები და გაავრცელეს „ცრუ“ ინფორმაცია რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას 25-წლიანი პატიმრობის შესახებ.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს იყო „მიუღებელი“ რა, ამ მიზეზით სამინისტროში დაიბარეს ბრიტანეთის, აშშ-ს და კანადის ელჩები მოსკოვში. 

სამინისტროში დაბარებულ ელჩებს ნოტა გადაეცათ იმ მოტივით, რომ ისინი ქვეყნის „შიდა საქმეებში“ ერევიან, რასაც მოსკოვი არ დაუშვებს.

ცნობისათვის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ვლადიმერ კარა-მურზას, რომელსაც ასევე აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობა, გუშინ მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა და 400 ათასი რუბლის (დაახლოებით 5 ათასი დოლარი) ოდენობის ჯარიმა, „ღალატის“ და „ცრუ ამბების გავრცელების“ ბრალდებით, რუსული არმიის შესახებ.

დასავლეთის ქვეყნებმა, განსაკუთრებით კი ინგლისმა საკითხთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადებები, რომლებმაც დაგმეს ეს გადაწყვეტილება.



მსგავსი ინფორმაციები