პესკოვი: „შავი ზღვა არასოდეს იქნება ნატოს ზღვა“

პესკოვი: „შავი ზღვა არასოდეს იქნება ნატოს ზღვა“

1974553
პესკოვი: „შავი ზღვა არასოდეს იქნება ნატოს ზღვა“

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შავი ზღვა არასოდეს იქნება ნატოს ზღვა. პესკოვმა, დედაქალაქ მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბრის დროს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადება: „შავი ზღვა უნდა იყოს ნატოს ზღვა, როგორც ბალტიის ზღვა“, შეაფასა და აღნიშნა: „შავი ზღვა არის საერთო ზღვა ყველა სანაპირო სახელმწიფოსთვის. იგი უნდა იყოს თანამშრომლობის, ურთიერთქმედების და უსაფრთხოების ზღვა. მას ასევე უნდა ჰქონდეს განუყოფელი უსაფრთხოება. შავი ზღვა არასოდეს იქნება ნატოს ზღვა“.



მსგავსი ინფორმაციები