ავსტრია: პუტინი ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში დაპატიმრებული იქნება

ავსტრია: პუტინი ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში დაპატიმრებული იქნება

1974510
ავსტრია: პუტინი ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში დაპატიმრებული იქნება

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მათ ქეყანაში ჩასვლის შემთხვევაში დააპატიმრებენ.

ავსტრიის კონსტიტუციისა და ევროკავშირის მინისტრმა კაროლინე ედშტადლერმა გუშინ გერმანულ გაზეთ Tagesspiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „პუტინს დააპატიმრებენ, თუ ის ავსტრიაში შევა“, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა.

განცხადებაში დადასტურდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ავსტრიაში ჩასვლის შემთხვევაში დაპატიმრებული იქნება.

„კანონზე მაღლა არავინ დგას, ყველა დანაშაული უნდა იყოს გაშუქებული, დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს“. ნათქვამია განცხადებაში და ასევე ხაზგასმულია, რომ ავსტრია, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ვალდებულია განახორციელოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

"ეს ნიშნავს სასამართლოს დაკავების ორდერის აღსრულებას და ძებნილის დაკავებას. ეს, რა თქმა უნდა, ეხება პრეზიდენტ პუტინსაც." - აღნიშნულია განცხადებაში.

თუმცა, ასევე აღინიშნა, რომ პუტინი არ წავა ამ რისკზე სასამართლოს დაქვემდებარებულ 123 წევრ ქვეყანაში მოგზაურობით.


საკვანძო სიტყვები: #პუტინი , #ავსტრია

მსგავსი ინფორმაციები