ბაიდენმა განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში

1972737
ბაიდენმა განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ბაიდენმა ინტერვიუ მისცა NBC News-ს თეთრ სახლში გამართული სააღდგომო პროგრამის ფარგლებში.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ბაიდენმა თქვა: ”მე ვაპირებ მონაწილეობას, მაგრამ ჯერ არ ვართ მზად ამის გამოცხადებისთვის“.

ბაიდენმა მანამდე განაცხადა, რომ „განზრახული აქვს კანდიდატობა“, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია.

ცნობილმა მწერალმა, მარიან უილიამსონმა, პირველმა გამოაცხადა ოფიციალურად თავისი კანდიდატურა ბაიდენის დემოკრატიული პარტიიდან.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილი, ადვოკატი რობერტ კენედი უმცროსიც, სავარაუდოდ, ოფიციალურად წამოაყენებს კანდიდატურას არჩევნებზე.

რესპუბლიკური პარტიიდან კანდიდატად გამოაცხადეს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გაეროში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი, პოლიტიკოსი სტივ ლაფი, ახალგაზრდა მულტიმილიონერი ვივეკ რამასვამი და ბიზნესმენი პერი ჯონსონი.



მსგავსი ინფორმაციები