აქტუალური თემის ანალიზი 32-2023

არის თუ არა ჩინეთისა და რუსეთის პარტნიორობა დასავლეთის საწინააღმდეგო ნაბიჯი?

1971548
აქტუალური თემის ანალიზი 32-2023

არის თუ არა ჩინეთისა და რუსეთის პარტნიორობა დასავლეთის საწინააღმდეგო ნაბიჯი?

აქტუალური თემის ანალიზი 32-2023

არის თუ არა ჩინეთისა და რუსეთის პარტნიორობა დასავლეთის საწინააღმდეგო ნაბიჯი?

სტატიის სათაურში დასმულ კითხვაზე პასუხის გასარკვევად, თარიღი 2022 წლის 4 თებერვალს უნდა გადავწიოთ. პეკინის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ჩინეთში ვიზიტისას პუტინი შეხვდა ძინპინს  და ამ შეხვედრის შედეგად გამოქვეყნდა ჩინეთ-რუსეთის ერთობლივი განცხადება სახელწოდებით „საერთაშორისო ურთიერთობები და გლობალური მდგრადი განვითარება, როგორც ჩვენ შევდივართ ახალ ეპოქაში“, რომელიც გამოქვეყნდა მანიფესტი მიმდინარე მსოფლიო წესრიგისთვის.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

ამ განცხადებაში ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ პარტნიორობას საზღვარი არ აქვს და ასევე განმარტეს ამ პარტნიორობის კონცეფციის შინაარსი. შესაბამისად, ეს პარტნიორობა მოიცავს ალიანსს, არაკონფლიქტურობას და არ არის მიზანმიმართული მესამე მხარის მიმართ. ამ თვალსაზრისით, სწორი დასკვნა იქნება იმის თქმა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის უკვე არსებობს პარტნიორობა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა გლობალურ სისტემაზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე აჭიანურებს მის გახმოვანებას.

ჩინეთს, რომელსაც სურს დაიცვას თავისი ეკონომიკა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული სანქციებისგან, ამ პროცესთან მიმართებაში საკუთარი პოზიცია გამოხატა საშუალო კლასის ხმით. ჩინეთის შეფასებით, დიალოგის შეწყვეტა და ცალმხრივი სანქციები უსარგებლოა, ამავდროულად ამ ომის გამომწვევი მთავარი ფაქტორები ნატოს ექსპანსიონიზმია. მიუხედავად იმისა, რომ იყო ბრალდებები, რომ ჩინეთმა ამ პროცესის დროს თითქოს და რუსეთს სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდა, პეკინმა ეს კატეგორიულად უარყო, ხოლო რუსეთის ქმედება, უკრაინის „ოკუპაციად“ არ შეუფასებია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა ამ პროცესში რუსეთის მხარის დაკავების ნაცვლად ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩენა ამჯობინა, მოსკოვ-პეკინის ადმინისტრაციებს შორის კავშირები ეკონომიკურ და სტრატეგიულ მასშტაბებში უფრო გამყარდა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობამ ისტორიულ მწვერვალს მიაღწია.

2022 წლის 4 თებერვალის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერი შეხვდა სხვადასხვა ღონისძიებებში, განსაკუთრებით შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფოთა მეთაურთა სამიტში, მაგრამ არცერთ მათგანს არ გამოუწვევია ისეთი ხმაური, როგორც სი ძინპინის ვიზიტს მოსკოვში. ამის მთავარი მიზეზი ძინპინის პოზიციაა, რომელიც შეიცვალა 2023 წლიდან და გადავიდა უფრო მოქნილ და გაბედულ საგარეო პოლიტიკაზე, რის გამოც დასავლეთის ეკონომიკაზე ორიენტირებული პრიორიტეტი დარჩა. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ძინპინის პირველი საზღვარგარეთ ვიზიტი მესამე ვადით არჩევის შემდეგ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პუტინი დამნაშავედ ცნო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, ომის დანაშაულებში.

აშკარაა, რომ ორი ქვეყნის ლიდერმა დიპლომატიური პრაქტიკის მიღმა „მეგობრის“ ხაზგასმით უფრო გულწრფელი შეხვედრა გამართა. ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათლად იყო აღნიშნული, რომ ერთპოლარული მსოფლიო წესრიგი აშშ-ს ხელმძღვანელობით დასრულდა და მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი დაიწყება ახალ ეპოქაში. ეს ნათლად იყო ასახული მათ  მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაშიც.

ასევე საყურადღებოა ძინპინის მიერ გამოყენებული ფრაზა პუტინთან დამშვიდობებისას: „ცვლილება მოდის, უპრეცედენტო საუკუნეში და ჩვენ ვხელმძღვანელობთ ცვლილებას“. თავის მხრივ, მხარეებს შორის ხელმოწერილი განვითარებისა და თანამშრომლობის საინვესტიციო გეგმები და „ციმბირის ძალა 2“ ბუნებრივი აირის მილსადენთან დაკავშირებული ზოგადი პროცესები მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და დიპლომატიურ ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება ამ პარტნიორობის გასამყარებლად.

და ბოლოს, მაშინ, როცა ეს ვიზიტი დასავლურზე ორიენტირებულმა მედიასაშუალებებმა გააშუქეს, როგორც რუსეთი ჩინეთს უმცროსი პარტნიორის როლში, რუსულმა და ჩინურმა წყაროებმა ეს ვიზიტი განმარტეს, როგორც ორი ქვეყნის მიერ გადადგმული ძლიერი ნაბიჯი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობისკენ, მასში არსებული სიმბოლოების მოცილებით.



მსგავსი ინფორმაციები