პერუში ქარიშხალის გამო განგაში გამოცხადდა

პერუში ქარიშხალის გამო წითელი დონის განგაში გამოცხადდა

1959829
პერუში ქარიშხალის გამო განგაში გამოცხადდა

პერუს პრეზიდენტმა დინა ბოლუარტემ განაცხადა, რომ მათ დედაქალაქ ლიმაში წითელი დონის განგაში გამოაცხადეს ტროპიკული ქარიშხალი „იაკუს“ მიერ გამოწვეული კლიმატურ მოვლენებთან დაკავშირებით.

ბოლუარტემ აღნიშნა, რომ ისინი ნარინჯისფერი დონის განგაშიდან წითელ დონეზე გადავიდნენ  და დაამატა: "მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ქარიშხლების გამო, სამოქალაქო თავდაცვის სისტემა, შეიარაღებული ძალები და ეროვნული პოლიციის პერსონალი მზადყოფნაშია. სწავლა სკოლებში და უნივერსიტეტებში ერთი დღით შეჩერებულია“.

მისივე თქმით, ლიმაში გამავალი მდინარეების ჩილონის, რიმაკის და ლურინის ადიდების საფრთხე არსებობს და რეგიონში საძიებო-სამაშველო ჯგუფის წევრები განლაგდებიან.

ბოლუარტემ, მოქალაქეებს სთხოვა გადადოს მოგზაურობა და თქვა: "მთავრობამ დაამტკიცა მუდმივი კოორდინაციის სამი დონე. მოვუწოდებთ მოქალაქეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე, მაგრამ ასევე ფხიზლად იყვნენ ქარიშხლის ზემოქმედების წინააღმდეგ“.

პრემიერ-მინისტრმა ალბერტო ოტაროლამ ასევე გააფრთხილა საზოგადოება ქარიშხლის დამანგრეველი ეფექტის შესახებ და აღნიშნა: „გატარებული ზომები 24 საათის განმავლობაში იქნება ლიმასა და კალაოს რეგიონის მოქალაქეების სამსახურში“.

ქარიშხალი „იაკუ“, რომელიც წყნარ ოკეანეში გაჩნდა, ქვეყნის სანაპიროებს, სავარაუდოდ, ამაღამ მიაღწევს.



მსგავსი ინფორმაციები