ქარიშხალ „ფრედის“ შედეგად ათეულობით ადამიანი უკვე დაიღუპა

ქარიშხალ „ფრედის“ შედეგად ათეულობით ადამიანი უკვე დაიღუპა

1959464
ქარიშხალ „ფრედის“ შედეგად ათეულობით ადამიანი უკვე დაიღუპა

მალავიში ქარიშხალ „ფრედის“ შედეგად სულ მცირე 99 ადამიანი დაიღუპა და ბევრი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

კატასტროფების მართვის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორმა ჩარლზ კალემბამ ადგილობრივი პრესის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 99-მდე გაიზარდა და გაუჩინარებულთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

კალემბამ აღნიშნა, რომ ქარიშხლის გამო 134 დაშავდა, ხოლო დაღუპულთაგან 85 იყო ქალაქ ბლანტაირიდან.

ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო ქალაქ ბლანტაირში ათობით სახლი დაზიანდა. გარდა ამისა, წყალდიდობის გამო ქალაქის ზოგიერთ რაიონში წვდომა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

მეორეს მხრივ, უამინდობის გამო სერიოზული პრობლემებია მეზობელ მოზამბიკშიც.


საკვანძო სიტყვები: #ქარიშხალი , #მალავი

მსგავსი ინფორმაციები