საუდის არაბეთი ყურის ქვეყნებში მცხოვრებლებს ტურისტულ ვიზას გასცემს
საუდის არაბეთი ყურის ქვეყნებში მცხოვრებლებს ტურისტულ ვიზას გასცემს
1957933
საუდის არაბეთმა გამოაცხადა, რომ ყურის ქვეყნებში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს ტურისტული ვიზა ყოველგვარი პროფესიული მოთხოვნების გარეშე.
ამის შესახებ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა აჰმედ ალ-ჰატიბმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.
ჰატიბმა განაცხადა, რომ ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს საუდის არაბეთის ტურისტული ვიზა, რაიმე კონკრეტული პროფესიული მოთხოვნის გარეშე.
მისივე თქმით, ერთადერთი პირობა გახლავთ, ის რომ ყურის ქვეყნებიდან ნებისმიერში არანაკლებ 3 თვის ბინადრობის უფლება უნდა ჰქონდეს.