ზელენსკი: რუსეთის არმიამ ღამით ქალაქ ზაპორიჟიეში ბინა დაბომბა

ზელენსკი: რუსეთის არმიამ ღამით ქალაქ ზაპორიჟიეში ბინა დაბომბა

1953885
ზელენსკი: რუსეთის არმიამ ღამით ქალაქ ზაპორიჟიეში ბინა დაბომბა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ ღამით ქალაქ ზაპორიჟიეში ბინა დაბომბა და არიან დაღუპულები და დაჭრილები.

”ზაპოროჟიე. დამპყრობლებმა ღამით ქალაქის ცენტრი დაბომბეს. დაიბომბა ბინა“. განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა ბინის მე -3, მე -4 და მე -5 სართული განადგურდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არიან დაღუპულები, დაშავებული და გრძელდება სამაშველო-სამძებრო სამუშაოები.

”ტერორისტულ სახელმწიფოს სურს ჩვენი ხალხის ყოველი დღე ტერორის დღედ აქციოს. მაგრამ ბოროტება ვერ იმეფებს ჩვენს მიწებზე. ჩვენ გავაძევებთ ყველა დამპყრობელს და ისინი პასუხისმგებელნი იქნებიან ყველაფერზე“. - განაცხადა ზელენსკიმ.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები