რუსეთი: „უკრაინიდან მოლაპარაკებების შესახებ სიგნალი ჯერ არ არის“

რუსეთი: „უკრაინიდან მოლაპარაკებების შესახებ სიგნალი ჯერ არ არის“

1952789
რუსეთი: „უკრაინიდან მოლაპარაკებების შესახებ სიგნალი ჯერ არ არის“

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არანაირი სიგნალი არ არსებობს.

პესკოვმა, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შესახებ შეფასებები გააკეთა და თქვა: „ჯერჯერობით, ჩვენ ვიქცევით ისე, რომ უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების იურიდიული შესაძლებლობა არ არსებობს. აქამდე ალბათ არავის უნახავს უკრაინის მხრიდან მსგავსი რაიმე სიგნალი. არის გარკვეული ფაქტები. ასე რომ, არის რუსეთის ახალი ტერიტორია, არის კონსტიტუცია, რომლის იგნორირება არ შეიძლება და რომელსაც რუსული მხარე არასოდეს დათმობს. რუსეთის ფედერაციას აქვს გარკვეული მიზნები, რასაც მან სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს მიაღწია, რა თქმა უნდა, უკრაინის რეჟიმის ხელსაყრელი სიტუაციისა და შესაბამისი დამოკიდებულების გათვალისწინებით. ეს პრობლემა მოლაპარაკების მაგიდასთანაც შეიძლება გადაწყდეს. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენი პრიორიტეტია იმ მიზნების მიღწევა, რაც დასახული გვაქვს“.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასული წლის ოქტომბერში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ომის შესახებ მოლაპარაკება შეუძლებელი იყო.



მსგავსი ინფორმაციები