ქარიშხალი მადაგასკარზე

ქარიშხალი მადაგასკარზე

1950105
ქარიშხალი მადაგასკარზე

მადაგასკარზე მძვინვარე ქარიშხალი ფრედის შედეგად ბოლო მონაცემებით 4 ადამიანი დაიღუპა. რისკებისა და კატასტროფების მართვის ეროვნული სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 16 660 ადამიანი დაზარალდა ქარიშხალის შედეგად, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს. მათივე განცხადებაში ნათქვამია, რომ სტიქიის გამო განათლება სულ მცირე 10 რეგიონში შეწყდა და 4 ადამიანი დაიღუპა.

ცნობისათვის, ინდოეთის ოკეანის კუნძულოვან ქვეყანაში დაწყებული წვიმების სეზონი, აპრილამდე გრძელდება.

ქვეყანაში იანვრის თვეში დამტყდარი ჩენოსოს ქარიშხალის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #ქარიშხალი მადაგასკარზე

მსგავსი ინფორმაციები