შარლ მიშელმა თურქეთს მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა

შარლ მიშელმა თურქეთს ქაჰრამანმარაშის ეპიცენტრში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა

1944809
შარლ მიშელმა თურქეთს მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თურქეთს ქაჰრამანმარაშის ეპიცენტრში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მზად არიან მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად ყველა საშუალების მობილიზებისთვის.

მიშელმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართული ევროკავშირის ლიდერთა სამიტის დასასრულს პრესკონფერენციის დასაწყისი 6 თებერვალს თურქეთში მომხდარ მიწისძვრებს დაუთმო.

მან მწუხარებას გამოთქვა თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების დროს დაღუპულთა გამო და დასძინა: „როგორც ევროკავშირი და წევრი ქვეყნები, მსურს გამოვთქვა ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ მიწისძვრით დაზარალებულებს და სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს“.

მიშელმა დასძინა, რომ მათ ევროკავშირის სამიტზე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გაუგზავნეს წერილი, რომელსაც ხელი მოაწერა ევროკავშირის ყველა ქვეყნის ლიდერმა და სადაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მზად არიან მობილიზება გაუკეთონ ყველა რესურსს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.

მისივე თქმით, მალე მოაწყობენ დონორთა კონფერენციას ბრიუსელში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში სამიტი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყეს. პრეზიდენტ ერდოღანის სახელზე ხელმოწერილ წერილში ლიდერებმა მწუხარება გამოთქვეს და სოლიდარობის გზავნილი გაავრცელეს.



მსგავსი ინფორმაციები