ემანუელ მაკრონი თურქეთს სოლიდარობას უცხადებს

ემანუელ მაკრონი თურქეთს სოლიდარობას უცხადებს

1944836
ემანუელ მაკრონი თურქეთს სოლიდარობას უცხადებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 6 თებერვალს ქაჰრამანმარაში მომხდარი მიწისძვრის გამო ისინი თურქეთის მიმართ სოლიდარულები არიან. მან ამის შესახებ, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტის შემდეგ პრესასთან საუბრის დროს განაცხადა.

ემანუელ მაკრონმა მიწისვძრა, „საუკუნის კატასტროფად“ შეაფასა და თქვა: „მინდა გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა იმ საშინელი მიწისძვრის მიმართ, რომელიც დაატყდა თავს თურქეთსა და სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს. მიწისძვრის დღეს დავურეკე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და საფრანგეთის სახელით სამძიმარი გამოუცხადე. ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, გაგზავნა სამოქალაქო დაცვის ჯგუფები. ამჟამად საფრანგეთიდან 140 კაციანი გუნდი მონაწილეობს თურქეთის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში. საჭიროების შემთხვევაში ამ რიცხვის გაზრდისათვის მზარდ ვართ.“



მსგავსი ინფორმაციები