ევროკავშირი პალესტინას 199 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გამოუყოფს

ევროკავშირი პალესტინას 199 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გამოუყოფს

1941694
ევროკავშირი პალესტინას 199 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გამოუყოფს

ევროკავშირმა, პალესტინის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი 199 მილიონი ევროს ოდენობით გამოაცხადა. ევროკავშირის პალესტინის ოფისის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ რამალაში გაიმართა პალესტინის დახმარების პაკეტის ცერემონია. ცერემონიას ესწრებოდნენ პალესტინის სახელმწიფო მეთაური მაჰმუდ აბასი, პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და ევროკავშირის წარმომადგენლები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს (UNRWA) ფინანსურმა დახმარებამ 97 მილიონ ევროს მიაღწია რა,  ევროკავშირის დახმარებამ პალესტინელი ხალხის მიმართ მთლიანობაში 296 მილიონ ევრო გახდა.

მეორეს მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა პალესტინაში სვენ კიუნ ვონ ბურგსდორფმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მათ ერთგულებას პალესტინის საკითხის ორი სახელმწიფოს ფორმატში გადაწყვეტისადმი. მისივე თქმით, ევროკავშირი მოითხოვს პალესტინასა და ისრაელს შორის შეთანხმებების დაცვას.

თავის მხრივ, პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ცნობით, პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა მაჰმუდ აბასმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისთვის და საერთაშორისო პლატფორმაზე პალესტინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.



მსგავსი ინფორმაციები