ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკ ჩატარდა
ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკ ჩატარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI), დელავერის შტატში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეზიდენციის ჩხრეკის შედეგად ვერ იპოვა „კონფიდენციალური დოკუმენტები“. ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტის პირადმა ადვოკატმა, ბობ ბაუერმა განაცხადა. ბაიდენის ადვოკატმა თავის წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ჩხრეკა 08:30 საათზე დაიწყო და შუადღემდე გრძელდებოდა. მისივე თქმით, ჩხრეკის შედეგად სახლში „კონფიდენციალური“ საბუთები არ აღმოჩნდა. თავის მხრივ, ბაუერმა განაცხადა, რომ ჩხრეკის შედეგად, იუსტიციის სამინისტრომ დეტალურად შეისწავლა რამდენიმე ხელნაწერი ჩანაწერი, რომელიც ბაიდენმა დატოვა ვიცე-პრეზიდენტობის დროს.
ჯო ბაიდენის ერთ-ერთმა მრჩეველმა, რიჩარდ ზაუბერმა, 9 იანვარს განაცხადა, რომ ბაიდენის პირად ოფისში აღმოაჩინა მცირე რაოდენობის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საიდუმლო ინფორმაციას მისი ვიცე-პრეზიდენტობის ვადის მეორე პერიოდს. იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნული დოკუმენტების შესასწავლად სპეციალურად უფლებამოსილი პროკურორი დანიშნა და გამოძიება დაიწყო.
მსგავსი ინფორმაციები

ჩრდილოეთ კორეაში აშშ-სთან საბრძოლველად 1,4 მილიონი ადამიანი ჩაეწერა არმიას
ჩრდილოეთ კორეაში აშშ-სთან საბრძოლველად 1,4 მილიონი ადამიანი ჩაეწერა არმიას

უკრაინიდან პოლონეთში შესულ ლტოლვილთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა
უკრაინიდან პოლონეთში შესულ ლტოლვილთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა