კალიფორნიაში შეიარაღებული თავდასხმების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
კალიფორნიაში შეიარაღებული თავდასხმების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
1936856

ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმების შედეგად ბოლო მონაცემებით 7 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმები ქალაქ ჰალფ-მუნ-ბეიში მოხდა. თავდამსხმელმა ჯერ, ერთ-ერთ ფერმაში 4 ადამიანი მოკლა, შემდეგ კი ფერმის ახლოს 3 ადამიანი მოკლა. თავდამსხმელი 67 წლის ასაკის მამაკაცია.
მეორეს მხრივ, პოლიცია განიხილავს შესაძლებლობას, რომ თავდამსხმელი ფერმის მუშა იყო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, 38 მასობრივი თავდასხმა განხორციელდა.