პეკა ჰაავისტო: „ვიმედოვნებთ, რომ თურქეთის შეშფოთებას აღმოვფხვრით“

პეკა ჰაავისტო: „ვიმედოვნებთ, რომ თურქეთის შეშფოთებას აღმოვფხვრით“

1934681
პეკა ჰაავისტო: „ვიმედოვნებთ, რომ თურქეთის შეშფოთებას აღმოვფხვრით“

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა, რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK აკრძალულია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.

ჰაავისტომ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პრესკონფერენცია გამართა, რა დროსაც ნატოში გაწევრიანების პროცესში, თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნის საკითხს შეეხო და აღნიშნა: „სამ ქვეყანას შორის დღემდე ორი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრებზე ძირითადად განვიხილეთ, თურქეთთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს არსებობა სხვა ქვეყნებში. სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK არის აკრძალული ორგანიზაცია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის შეშფოთებას აღმოვფხვრით“.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 28 ივნისს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, ნატოს სამიტზე ალიანსის წევრობისთვის განაცხადის გამკეთებელ შვედეთის და ფინეთის საკითხს თურქეთი ვეტოს ადებს. მიზეზი, ამ ქვეყნის მხრიდან ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ ღია მხარდაჭერაა. ანკარა კი მადრიდში გაფორმებული მემორანდუმის პირობების შესრულებას ითხოვს.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #პეკა ჰაავისტო

მსგავსი ინფორმაციები