შვედეთის პრემიერ-მინისტრი: "ჩვენ პატივს ვცემთ თურქეთის გადაწყვეტილებას"

ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ პატივს სცემს მისი ქვეყანის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის გადაწყვეტილებას

1933637
შვედეთის პრემიერ-მინისტრი: "ჩვენ პატივს ვცემთ თურქეთის გადაწყვეტილებას"

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ პატივს სცემს მისი ქვეყანის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის გადაწყვეტილებას.

ულფ კრისტერსონი დედაქალაქ სტოკჰოლმში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კრისტერსონმა განაცხადა, რომ ნატოს მოლაპარაკებები თურქეთთან ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და დაამატა: „ვფიქრობ, თურქეთი პოზიტიურ ეტაპზეა შვედეთის ნატოში გაწევრიანების დამტკიცების კუთხით. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას თურქეთი მიიღებს".

შვედეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ნატოს 28 ქვეყანამ დაამტკიცა მისი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება და დაამატა: "ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ქვეყნის რატიფიკაციის პროცესს. შვედეთი და ფინეთი ასრულებენ თურქეთთან სამმხრივი მემორანდუმის ვალდებულებებს (ხელმოწერილი ნატოს სამიტზე ივნისში). ექსტრადაციის საკითზე კი, რომელსაც თურქეთი ითოხვს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. მე პატივს ვცემ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც თურქეთი მიიღებს ჩვენთან მიმართებაში“.


საკვანძო სიტყვები: #ნატო , #თურქეთი , #შვედეთი

მსგავსი ინფორმაციები