კრისტინ ლამბრეხტი თანამდებობიდან გადადგა

კრისტინ ლამბრეხტი თანამდებობიდან გადადგა

1933277
კრისტინ ლამბრეხტი თანამდებობიდან გადადგა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი თანამდებობიდან გადადგა. კრისტინ ლამბრეხტმა თავდაცვის სამინისტროს Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება კანცლერ ოლაფ შოლცს გადასცა.

„მედიის ფოკუსირება თვეების განმავლობაში არ იძლევა ობიექტური გაშუქების და განხილვის საშუალებას ჯარისკაცების, შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც გერმანიის მოქალაქეების ინტერესებშია. ჯარისკაცების და არმიის მრავალი მოტივირებული ნაბიჯები წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული. ამიტომ გადავწყვიტე თანამდებობიდან წამოსვლა“, აცხადებს კრისტინ ლამბრეხტი გავრცელებულ განცხადებაში. იგი ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ხშირად გამოირჩეოდა აბსურდული განცხადებებით, რის გამოც ხშირად ხდებოდა კრიტიკის საგანი.

იგი ბოლოს, ახალი წლის გზავნილის გამო, სადაც ის, საახალწლო ფოიერვერკების ფონზე, უკრაინაში ომსა და სარაკეტო დაბომბვებზე საუბრობდა, კიდევ ერთხელ მოექცა კრიტიკის ცენტრში.  



მსგავსი ინფორმაციები