აშშ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში თურქეთის როლს დადებითად აფასებს

აშშ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში თურქეთის როლს დადებითად აფასებს

1928812
აშშ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში თურქეთის როლს დადებითად აფასებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ  თურქეთის კონსტრუქციულ როლს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში დადებითად აფასებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ყოველდღიურ  ტრადიციულ პრესკონფერეციაზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, ამ საკითხთან მიმართებაში თურქეთის როლთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ასე უპასუხა: „ჩვენ ძალიან დადებითად ვაფასებთ თურქეთის კონსტრუქციულ როლს ამ ბარბაროსული ომის დასრულების მცდელობაში. ჩვენ დადებითად ვაფასებთ თურქეთის მტკიცე ერთგულებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი და მის ძალისხმევას უკრაინა-რუსეთს შორის დიალოგის გასაძლიერებლად. თურქეთი გახდა კონსტრუქციული მოთამაშე. იგი ცდილობს დიალოგი განავითაროს დიპლომატიის შესანარჩუნებლად“.

ნედ პრაისმა პრესკონფერენციის დროს, მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების საკითხში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის როლზეც დაამახვილა ყურადღება და დასძინა: „ეს მექანიზმი (მარცვლეულის ინიციატივა) ვერ განახლდებოდა თურქეთის როლის გარეშე. შედეგად, ეს მექანიზმი არის მექანიზმი, რომელიც ტონობით მარცვლეულს აწვდის მსოფლიოს ყველაზე გაჭირვებულ ქვეყნებს. თურქეთი იყენებს თავის პოზიციას, როგორც ნატოს წევრი. მას აქვს კარგი ურთიერთობები საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ასევე უკრაინასთან და რუსეთთან. თურქეთი ცდილობს მშვიდობის დამყარებას“.



მსგავსი ინფორმაციები