ულფ კრისტერსონი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს

ულფ კრისტერსონი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს

1927565
ულფ კრისტერსონი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი აცხადებს: „ჩვენ ვაკეთებთ ზუსტად იმას, რაც გამოვაცხადეთ ნატოში რაც შეიძლება მალე გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით“.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ელისეის სასახლეში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გასამართი პირისპირი შეხვედრის წინ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

კრისტერსონმა საფრანგეთს, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის და უსაფრთხოების გარანტიებისთვის მადლობა გადაუხადა.

მან ისიც აღნიშნა, რომ შვედეთმა ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარეობა იმ დროს აიღო, როდესაც ევროპა სხვადასხვა კრიზისის წინაშე დგას რა, ამ კრიზისებიდან ყველაზე უარესი არის უკრაინა-რუსეთის ომი, რომელიც გასული წლის 24 თებერვლიდან მიმდინარეობს.

კრისტენსონმა ბოლოს ისიც დასძინა, რომ უკრაინის გამარჯვება, როგორც ევროპისთვის ასევე მსოფლიოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია.



მსგავსი ინფორმაციები