გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი დროებითი წევრები ჰყავს

გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი დროებითი წევრები ჰყავს

1927720
გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი დროებითი წევრები ჰყავს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ახალმა არამუდმივმა წევრებმა, ეკვადორმა, იაპონიამ, მალტამ, მოზამბიკმა და შვეიცარიამ მოვალეობის შესრულება დაიწყეს.

ეს ქვეყნები 2023-2024 წლებში 15 წევრიანი საბჭოს დროებითი წევრები იქნებიან.

ეკვადორმა, იაპონიამ, მალტამ, მოზამბიკმა და შვეიცარიამ ჩაანაცვლეს ინდოეთი, ირლანდია, კენია, მექსიკა და ნორვეგია, რომელთაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში ვადა 31 დეკემბერს ამოეწურათ.

მოზამბიკი და შვეიცარია პირველად გახდნენ არამუდმივი წევრები, ხოლო მალტა ორჯერ, ეკვადორი ოთხჯერ და იაპონია თორმეტჯერ იკავებდნენ ამ პოსტს.

საბჭოს დროებითი წევრები ასევე არიან ალბანეთი, ბრაზილია, გაბონი, განა და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

სულ 15 წევრისგან შემდგარი გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, რუსეთს, ინგლისს და საფრანგეთს ვეტოს უფლება აქვთ.

დარჩენილი 10 წევრი სახელმწიფო ირჩევა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაეროს 5 გეოგრაფიული ჯგუფიდან.



მსგავსი ინფორმაციები