ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავა

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავა

1921572
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერიმ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დედაქალაქ ვაშინგტონში მიიწვია, რათა ხაზი გაუსვას უკრაინისადმი ერთგულებას.

საკითხთან დაკავშირებით ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „მივდივარ აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის გამძლეობა და თავდაცვის შესაძლებლობები. ჩვენ განვიხილავთ თანამშრომლობას პრეზიდენტ ბაიდენთან, განსაკუთრებით უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის. კონგრესზე სიტყვით გამოვალ და ორმხრივ შეხვედრებს გავმართავ“.



მსგავსი ინფორმაციები