კიევში გამთენიისას აფეთქებების ხმა ისმოდა

უკრაინის დედაქალაქის კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ გამთენიისას დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში აფეთქებების ხმა გაისმა

1920577
კიევში გამთენიისას აფეთქებების ხმა ისმოდა

უკრაინის დედაქალაქის კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ გამთენიისას დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში აფეთქებების ხმა გაისმა.

Telegram-ით გაკეთებულ განცხადებაში კლიჩკომ თქვა, რომ ქალაქში აფეთქებები მოხდა და დაამატა: „აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქის სოლომიანსკისა და შევჩენკოვსკის რაიონებში“.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები თავდასხმების შედეგად დაზიანდა.

"კიევში მსხვერპლი არ არის. სამედიცინო პერსონალი და სამაშველო ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას“. - თქვა კიევის მერმა.

კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ სოციალურ ქსელში ასევე აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა დილით უპილოტო საფრენი აპარატებით კიევის წინააღმდეგ თავდასხმები განახორციელეს.


საკვანძო სიტყვები: #აფეთქება , #კიევი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები