გაიმართება თუ არა თურქეთის, რუსეთის და სირიის ლიდერების შეხვედრა?

გაიმართება თუ არა თურქეთის, რუსეთის და სირიის ლიდერების შეხვედრა?

1919460
გაიმართება თუ არა თურქეთის, რუსეთის და სირიის ლიდერების შეხვედრა?

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, თურქეთის, რუსეთისა და სირიის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართოს. პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ თურქმენეთიდან დაბრუნების დროს თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

„ჩვენ გვსურს, თურქეთ-რუსეთ-სირიას ერთობლივი ნაბიჯები გადავდგათ. ასევე შესაძლებელია ლიდერების დონეზე შეხვედრა. ამ საკითთან დაკავშრებით საუბარი გვქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ფაქტორი, სირიის საკითთან დაკავშრებით გადასადგმელ ნაბიჯებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, თურქეთის ეროვნული ინტერესები იქნება“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

მისი თქმით, სირიიდან თურქეთის მიმართულებით განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა რაც მიუღებელია.

„ჩვენ ყოველთვის მოთმინებით ვიყავით აქამდე. მაგრამ ახლა მოთმინება დასრულდა. განსაკუთრებით აშშ-ს გასაგონად მინდა ვთქვა, რომ თუ თქვენ გააგრძელებთ ათასობით სატვირთოს ავტომობილით იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის მიცემას ამ ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, ჩვენ რა თქმა უნდა ამის მიმართ გულგრილად ვერ ვიქნებით და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ“, დასძინა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს იმაზეც გაუსვა ხაზი, რომ დღეისათვის ტერორისტების, მათ შორის FETÖ-ს და PKK/YPG/PYD-ს მთავარი თავშესაფრის ადგილი ევროპაში გახლავთ გერმანია.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ბოლოს თურქმენული გაზის, თურქეთის გავლით ევროპისთვის მიწოდებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა: „თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ენერგეტიკის მინისტრები უმოკლეს ხანებში გამართავენ შეხვედრას და განიხილავენ ამ საკითხის დეტალებს“.   



მსგავსი ინფორმაციები