პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული ომის საფრთხე იზრდება

პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული ომის საფრთხე იზრდება

1916311
პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული ომის საფრთხე იზრდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული ომის საფრთხე იზრდება.

„რუსეთი (ბირთვული) არ იქნება პირველი, ვინც მას გამოიყენებს და თუ პირველი არ იქნება, არც მეორე იქნება“. განაცხადა პუტინმა.

სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა განვითარების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში მცხოვრები ადამიანების უფლებები რვა წელია ირღვევა და საერთაშორისო ორგანიზაციები ამას იგნორირებას უკეთებენ.

მისი თქმით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, ევროპის საბჭო და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები  უკრაინაში მათ მიერ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შემდეგ „იღვიძებენ“.

„ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ ეს სტრუქტურები ვერ ასრულებენ თავიანთ წესდებით დაკისრებულ მოვალეობებს. აშკარა ცრურწმენების გამო, რუსეთს უნდა შეეწყვიტა წევრობა ამ ორგანიზაციებში. დასავლური უფლებადამცველი ორგანიზაციები რუსეთს მეორე კლასის ქვეყნად ხედავენ, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ აქვს არსებობის უფლება. ჩვენ ვიბრძვით საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას სხვადასხვა გზებით და საშუალებებით. რაც შეეხება ბირთვულ ომს, რა თქმა უნდა საფრთხე იზრდება. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ რუსეთი (ბირთვული) არ იქნება პირველი, ვინც მას გამოიყენებს და თუ პირველი არ იქნება, არც მეორე იქნება“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან ბოლოს ისიც დასძინა, რომ არასოდეს უმსჯელიათ ბირთვული  იარაღის გამოყენებაზე, არამედ მხოლოდ შესაბამისი ზომების მიღებაზე იმსჯელეს.



მსგავსი ინფორმაციები